11:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 21:29:26, 690 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელი ციხეში დააბრუნეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ იუწყება.

თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ ციხეში,  „ვივამედიდან“ ის გუშინ გაწერეს. დღეს, კი როცა პენიტენციურმა მისი დაბრუნება რუსთავის ქალთა დაწესებულებაში არ განახორციელა, ამაღლობელმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, როგორც პროტესტის ფორმა.

მზია ამაღლობელი დღეს საღამოს გადაიყვანეს ციხეში. ის 38 დღე შიმშილობდა, ხოლო 18 თებერვალს, კლინიკაში კვლევების ჩატარების მიზნით, ის „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა 38 დღის შემდეგ შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics