17:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 16:20:14, 406 ნახვა

სამართალი
ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ხმალაძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, ხმალაძეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გზის გადაკეტვის 3 ეპიზოდს ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ნადიმ ხმალაძემ 5, 6 და 9 იანვარს გზა უკანონოდ, იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო. ადვოკატმა საქმეების გაერთიანება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი სამივე ეპიზოდში სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ერთი ადმინისტრაციული სახდელი დაადო.

ადვოკატის თქმით, ნადიმ ხმალაძეს გზის გადაკეტვის კიდევ 2 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე ხმალაძეს ჯარიმა ახალი წესით ჩააბარეს. ადვოკატი აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics