|
2025-02-06 14:54:58, 402 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა. როგორც „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, "პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას". ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი. მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით იწევდა. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამაღლობელის საქმეში არსებობს, არის ის, თუ რატომ არაა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი. ამ კითხვაზე პასუხს, "ბათუმელების" განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავს არიდებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)