12:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 14:46:04, 762 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო: საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მას ოფიციალური ვიზიტი აქვს საქართველოში დაგეგმილი.
ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ოფიციალური ვიზიტი მაქვს დაგეგმილი. ქართველებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად  კარგი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ საჭიროა შევხვდეთ და სერიოზულად  განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთბები“,-განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის,  საგარეო  საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აპრილში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics