14:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 22:25:01, 1991 ნახვა

სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 6:33 დამარცხდა.

"პირველი არხის" ცნობით,  გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელთა პირველ შემოტევას კარგად გაუმკლავდნენ და თანდათან უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მე-11 წუთზე ანგარიშშიც აისახა – ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ლუკა მატკავამ დარტყმა ზუსტად შეასრულა.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს თავის დაცვა, იმ ეპიზოდში არბიტრმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა და მატკავამ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0

მეორე ტაიმი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთგვარი შტურმი მოაწყვეს ჩვენს ნახევარზე და ტაიმის საწყის ხუთ წუთშო ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ.

შოტლანდიელები აქტიურად თამაშს განაგრძობდნენ, მე-60 წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს.

საბოლოოდ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 33:6.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics