03:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 23:15:19, 1240 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - გალერეა არ არის კერძო ბუტკა, ის არის სახელმწიფოს კუთვნილება, სადაც ელემენტარული წესები არსებობს

წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?, - ეს პარალელი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გაავლო.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გალერეა არ არის კერძო ბუტკა, ის არის სახელმწიფოს კუთვნილება, სადაც ელემენტარული წესები არსებობს, რომელსაც უნდა დაემორჩილონ.

"თავიდან გალერეის გუნდი დაბნეული იყო რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან... აი, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა, თუ მივცემდით ამის ნებას მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია,

არის ელემენტარული წესები. გალერეა არ არის კერძო ბუტკა, არის სახელმწიფოსი. სხვა თუ არაფერი ეს არის საგამოფენოო სივრცე და საცავიც. რა თქმა უნდა, გალერეაში იყო უსაფრთხოების რგოლშიც, როგორც ჩანს, სისუსტე ადამიანმა რომ მოხსნა, წავიდა, გაიარა ამხელა მანძილი და მიიმალა. დასაფასებელია რომ ადამიანებმა იგრძნეს იქ პასუხისმგებლობა და თავისით დატოვა სამსახური", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics