04:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 18:30:52, 1412 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი სააკაშვილზე - გვეუბნებიან, 9000 პატიმრიდან ერთი გამოარჩიეთ და რთული ქცევის გამო გაათავისუფლეთო

ასეულობით ადამიანმა დაინგრია ცხოვრება, დაკარგა სიცოცხლე, აწამეს. უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან ისმის მოწოდებები, რომ 9000 პატიმრიდან, რომლებიც სასჯელს იხდიან, გამოირჩეს მიხეილ სააკაშვილის, მხოლოდ იმის გამო, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics