12:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:20:36, 306 ნახვა

საზოგადოება
112-თან დაკავშირების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის ტრენინგი ტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა „112“-ის თანამშრომლებისათვის ტრენინგს ატარებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით „112“-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში ტარდება.

ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა, სამი დღის განმავლობაში, 112-ის თანამშრომლებსა და ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორებს ტრენინგს ჩაუტარებს პროექტის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გადაუდებელი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირებას ითვალისწინებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის წარმოების გზები სმენადაქვეითებულ პირებისთვის.

ტრენინგის მონაწილეებს ალექსანდრე ბოუსემამ საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპაში არსებული მოდელები გაუზიარა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელშეწყობით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics