14:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 10:56:42, 3073 ნახვა

კომენტარი
მეუფე იოანე სააკაშვილზე - როცა არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება

როდესაც დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ აწერენ სასულიერო პირები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, მან აღნიშნა, რომ ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.

„რა მოტივი აქვთ? რატომ აწერენ ამას ხელს? - ეს მათი საქმეა, თვითონ ეს სუბიექტური პოზიციაა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართლი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება. თქვენ მე მაკვირვებთ ძალიან, ყველაფერს იღებთ, ინტერვიუს და ისეთ კითხვას მისვამთ, თითქოს არაფერი არ იცით, მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით?!“, - განცახადა მეუფე იოანემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics