14:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 12:01:23, 1569 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - თუ 2.5 მილიონ აცრას ჩავატარებთ, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში

თუ ამ სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 2.5 მლნ აცრას ჩავატარებთ, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, აცრის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება.

„აცრის გარეშე ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ, როგორმე უნდა მოვახერხოთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ჩვენ სადღაც 650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში ეს უნდა ავიდეს აუცილებლად 800 000-მდე. შემდგომ, ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, სულ მცირე სადღაც 2.5 მლნ აცრა ჩატარდეს. თუ ამას გავაკეთებთ, 2.5 მლნ აცრა ნიშნავს მილიონ 250 ათასი ადამიანის აცრას, ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics