18:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 22:28:02, 3027 ნახვა

კომენტარი
სენატორი ბენ კარდინი - 5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა წახალისებული იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ

„5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა წახალისებული იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ“, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები ყურადღების გადატანას პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ.

„5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ.

ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ“, -განაცხადა სენატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics