18:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 13:17:31, 834 ნახვა

კომენტარი
ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს - ტრი-ტრი, ვის გაუბედე რომ დაგვემუქრე? ნახავ, როგორია მედიის ძალა!

ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მოდი დამიჭირე, ან აიღე პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ნახავს, თუ როგორია მედიის ძალა.

„მე არ მგონია, რომ ეს ერთ ტელევიზიას და ჟურნალისტს ეხება. ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. თუ ხარ მაგარი ბიჭი, იმიტომ რომ შენ გემორჩილება ყველა, ან აიღე პასუხისმგებლობა, შენ ვის გაუბედე დღეს ირაკლი ღარიბაშვილო, რომ დაგვემუქრე? ვის გაუბედე, რომ ანტისახლმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ გამოგვიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს, როგორია მედიის ძალა“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მედიაკორპუსის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებსაც მიუხედავად აკრედიტაციისა, შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics