03:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 18:25:19, 1152 ნახვა

კომენტარი
DI - პრემიერის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია“, - ამის შესახებ განცხადება „დემოკრატიის ინდექსი-საქართველომ“ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა საქართველოს მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

„დემოკრატიის ინდექსი- საქართველო მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია.

პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებით გაწყდა ლეგიტიმური კავშირი პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც მათ მიენიჭათ ნდობა, და მათ ქმედებებს შორის. დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის წარუვალი ფასეულობები.

გამომდინარე აქედან,  „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააყენოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და გამოუცხადოს უნდობლობა კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics