15:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 12:25:35, 1318 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გამგზავრებაზე - „ე, მანდ“ მე არ ვერევი

კულტურის მინისტრად რომ ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე მანდ არ ჩაერიოო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, ე მანდ არ ვერევი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს.

„იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ე მანდ არ ჩაერიოო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად გეტყვით, რომ ე მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს საქმე უნდა გვქონდეს იმ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის რუსეთის ფედერაცია, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი. არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics