15:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 16:40:41, 1048 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე „ტვ პირველის“ ჩანაწერების შესახებ პროკურატურის დასკვნას სასაცილოს და კარიკატურულს უწოდებს

სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკნაოიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

მისი თქმით, პროკურატურას საზოგადოების მხრიდან ყველაზე დაბალი ნდობა აქვს.

„ის ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა და პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მისი უშუალო უფროსების დავალებით ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როდესაც ასეთ ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება აუთენტურია თუ არ არის აუთენტური ჩანაწერი, ფალსიფიცრებულია თუ არა, ეს არის იმის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს. ერთი ვერ გავიგე, მილისტები რას ნიშნავს, მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ, ამიტომ სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics