21:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 23:56:42, 853 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან

„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე რეკომენდაციები მიღებულია ვენეციის კომისიიდან.

„პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც მივიღეთ, ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ამ კანონპროექტის ამოქმედების ვადას და ეს კანონპროექტები ამოქმედდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან.

ეს იშნავს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ პოლიტიკური კონტექსტი, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics