08:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 21:53:10, 428 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კანონპროექტში ავსახეთ მელიას სურვილი - თუ უარზეა პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია

„კანონპროექტში ავსახეთ მელიას სურვილი - თუ უარზეა პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული.

„მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, პრაქტიკულად, ოპოზიცია მელიას ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის.

ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი ამ კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, მასზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს არის მარტივი პოლიტიკური საკითხი, ამაზე ბუნებრივია, შესაძლებელია, გაგრძელდეს კონსულტაციები.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ზოგადად, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, ამისთვის არის კონსულტაციები, გაგრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics