14:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 21:17:40, 797 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი იყო

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის რიტორიკა არის წინააღმდეგობრივი და ისინი ხშირად დგამენ ალოგიკურ ნაბიჯებს.

„ალოგიკური არის უარი, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ოპიზიცია ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს.

თავისთავად, ეს რიტორიკაც არის წინააღმდეგობრივი - როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და, მეორე მხრივ, ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა.

ეს მტკიცება და ლოგიკა, თავისთავად, არის წინააღმდეგობრივი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics