17:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 11:04:38, 650 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - ნიკანორ მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძლედეს მისი პატიმრობაში ყოფნა

ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი, თავად ნიკა მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა განაცხადა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, ნიკა მელიას საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც გამოყენებული იქნება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

„საქმეს მოეპოვება არა ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და მათ ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას და ყველა ეს მტკიცებულება იქნება გამორკვეული სასამართლო წინაშე.

ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. დაცვის მხარე, ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიზლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა, არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics