19:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 22:46:03, 529 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი - როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო? ქუჩაში? და რამდენ ხანს?

„როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო? ქუჩაში? და რამდენ ხანს?“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას ოპოზიციის ხილვა პარლამენტში სურთ.

„რაც შეეხება ბოიკოტს, როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო.

ქუჩაში? და რამდენ ხანს? სოციოლოგიური კვლევებია, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ ოპოზიცია სად იხილონ? რა თქმა უნდა პარლამენტში.

აი, ამ ორი დამატებითი ნაბიჯით შეიქმნებოდა არაჩვეულებრივი გარემო მოლაპარაკებების დასაწყებად.

ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ეს, თუ ამ დასკვნამდე ქართველი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ? კომპრომისი ორივე მხრიდან რომელიმე საკითხზე გაამარტივებდა სიტუაციას.

ახლა ხიდი არ არის, ორი კედელია. ხიდის გადება ქართველ პოლიტიკოსებზეა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics