|
2021-03-10 23:14:40, 455 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში ქვეყანა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში ქვეყანა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მიდის ინდოეთის ინსტიტუთან, რომელიც „ნოვავასის“ ვაქცინას აწარმოებს. „თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ინდოეთის ინსტიტუტთან, რომელიც აწარმოებს „ნოვავაქსის“ ვაქცინას. გვპირდებიან, რომ მალე მათგან კონტრაქტი უნდა მივიღოთ, დღესაც იყო მათთან საუბარი. რაც შეეხება სიახლეებს ვაქცინასთან დაკავშირებით, წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ორივე უნდა შემოვიდეს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რადგან მათი საშუალებით ხდება ვაქცინების მოწოდება. მათთან მოხდა შესაბამისი თანხის ტრანზაქციები ამ ორი ვაქცინის შესყიდვისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)