04:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 12:35:35, 520 ნახვა

კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

მისი თქმით, ოპოზიციური მედია ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნეა.

„ყველანაირი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და არ იყო შემთხვევითი, რადგან ცნობილ ჟურნალისტს, მათ შორის ოპოზიციური არხის წარმომადგენელს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის მთავარი სამიზნეა, ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. კარგად ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მედიის წინააღმდეგ. მათი მფლობელები და ხელმძღვანელები მუდმივად სასამართლოებში დადიან. ბიძინა ივანიშვილი ყველანაირი მეთოდებით ცდილობს, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა და სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას გვიან ღამით თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics