12:43 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 09:51:11, 545 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბეისბოლის მატჩი დაჭრილი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ მეომრებსა და დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შეხვედრის მიზანი „დაშავებული ქართველი მეომრების“ პროგრამის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება იყო.


დღევანდელ მატჩს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ესწრებოდნენ.

დავით ებრალიძის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია და ეს მისაბაძი უნდა გახდეს ყველა დაჭრილი თუ არა დაჭრილი მეომრისთვის.
„დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეს ტრადიცია უკვე 5 წელია გრძელდება. ამერიკელი სამხედროები ჩვენს დაჭრილ მეომრებს მხარში უდგანან. ეს გამამხნევებელია მათთვის და მისაბაძია ყველა დაჭრილი თუ არა დაჭრილი მეომრისათვის. სასურველია, რომ ასეთ პროცესებში ჩვენი ჯარისკაცები, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი. ამას ვაფასებთ და მადლობელი ვარ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდის, რომ ყოველწლიურად თამაშობენ ჩვენი ჯარისკაცების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ებრალიძემ.

ამხანაგური შეხვედრის დაწყებისას მოთამაშეებმა და მაყურებლებმა საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავად მატჩი დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებით გამარჯვებით 6:5 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებსა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. დღევანდელ მატჩს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics