14:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 14:02:34, 16454 ნახვა

ომი უკრაინაში
დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო PCR ტესტირება დაიწყება

დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო PCR ტესტირება დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში კარვები გაიშლება, აქ მოსახლეობას შეეძლება კორონავირუსზე ჩაიტაროს უფასო PCR დიაგნოსტიკა. აქამდე ჩვენ COVID-19-ზე კვლევას გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ვატარებდით, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ არის დაზუსტებული, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, კარვები გაიშლება ქ. ბათუმში, სანაპიო ზოლში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კარავი აგრეთვე გაიშლება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეეძლება.

ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი დაახლოებითი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრა. თუმცა შესაძლოა მოხდეს დროის ცვილილება და გახანგრძლივდეს პროცესი, რაც დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე.

„კორონავისრუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბიოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. კვლევების საშულებით ყველა შესაძლო შემთხვევა იქნას დროულად იდენტიფიცირებული. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას პასუხი ეცნობება 24 საათის განამვლობაში“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics