11:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 12:53:45, 21749 ნახვა

ომი უკრაინაში
ექსპერტების განცხადებით, სიმსუქნე კოვიდ19-ით გარდაცვალების რისკს ზრდის

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები აცხადებენ, რომ სიმსუქნე ზრდის კოვიდ19-ით გარდაცვალების რისკს.

ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ სიმსუქნე კოვიდ19-ით დაინფიცირების რისკს არ ზრდის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირი ვირუსით დაავადდა, გარდაცვალების რისკი და დაავადების გართულების შესაძლებლობა უფრო მეტია.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 40 წლამდე ინფიცირებულ პირებში, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, კოვიდ19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 40%-ით მეტია მათთან შედარებით, ვისაც წონის პრობლემა არ აქვს. ხოლო 40 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში რისკი 90%-ს შეადგენს.

ექსპერტების განცხადებას წინ უსწრებდა ინგლისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სიმსუქნის შემცირების მიზნით, ახალი ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში შექმნის პროგრამას სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთს ევროპაში სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ინგლისში მოზრდილების თითქმის ორ მესამედს ჭარბი წონა აწუხებს. ანალოგიური მაჩვენებლებია უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics