2020-07-23 11:54:09, 18823 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში კოვიდ19-ის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში კოვიდ19-ის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ბოლო კვირის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით 22 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანიში და ასევე ქალაქ ურუმკიში.
ამ დრომდე ქვეყანაში ჯამში ინფიცირებულია 83 729 ადამიანი, ხოლო სულ გარდაიცვალა 4 634 ინფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, ვუჰანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა. ხოლო ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირების პირველი შემთხვევა 13 იანვარს, ტაილანდში დაფიქსირდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან