|
2020-07-06 20:22:55, 17594 ნახვა
ომი უკრაინაში
ხუნდაძე Covid-19-სა და არჩევნებზე - პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და ექიმებს მხარი უნდა დაგვიჭირონ
„პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და ექიმებს მხარი უნდა დაგვიჭირონ“ , - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების წესების დაცვით ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა ისევ არ ებრძოდეს გართულებულ სიტუაციას. „ბევრი პირობის გამო - რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში. თხოვნა მექნება, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვიჯერეთ ხოლმე ექიმებს. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი გამოგვქონდა, იქაც გვქონდა ჩვენ მოსაზრება, როცა იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი დაწესებულიყო და ეს განისაზღვრა 15 ივლისით, მაგრამ იქვე ვამბობდით, რომ ეს პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი და ალბათ, უპრიანი იყო, რომ ეს ვადა ყოფილიყო პანდემიის არსებობის პერიოდით. მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, ასევე, ვითვალისწინებთ იმას, რომ წლის ბოლოსთვის იქნება უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტი. მათაც დავუტოვოთ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის მათი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, მაგრამ ჩვენი ყველას სურვილია, რომ პანდემიის რეჟიმში ამ დროისთვის უკვე აღარ გვიწევდეს ყოფნა, თუმცა, რეალობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მე იმედს გამოვთქვამ. კარგია, როცა ჩვენს ქვეყანაში იმედის მომცემია და ეპიდემიოლოგიური სურათი არის პოზიტიურად განვითარებადი, განსხვავებით, სხვა ქვეყნებისგან, არადა სხვა ქვეყნებში უკვე შეინიშნება მეორე ტალღის შესაძლო განვითარება. არაერთ ქვეყანაში უკვე შეინიშნება დაინფიცირების მზარდი ტენდენცია, და ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ისევ აკრძალვის რეგულაციები. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ბევრი პირობის გამო, ის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული, უნდა თქვან უარი და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“ , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)