2020-06-30 12:36:34, 17961 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო ჩინეთში კოვიდ19-ის წარმოშობის გარკვევის მიზნით, მკვლევართა ჯგუფს გზავნის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში გზავნის მკვლევარა ჯგუფს, რათა დადგინდეს თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ჯანმოს დირექტორი ტეგროს გებრეიუსუსი აცხადებს, „ვირუსის წარმოშობის წყაროს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია“.
მანვე აღნიშნა, რომ უკეთესად შეგვიძლია ვირუსის შესწავლა, როდესაც მის შესახებ ყველაფერი ვიცით მათ შორის, ის თუ როგორ დაიწყო მისი გავრცელება.
გებრეიუსუსის განცხადებით, ჩინეთში მკვლევართა ჯგუფი მომავალი კვირიდან გაიგზავნება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან