2020-06-30 10:49:35, 6631 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 24 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 692 ადამიანი
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 24 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 370 000-ს გადააჭარბა.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები worldometers.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 692 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრაზილიაში კორონავირუსისგან ჯამში 58,385 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 757,462 გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,