|
2020-06-26 11:30:23, 13571 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ამასთანავე, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. „დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- აღნიშნა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)