2020-06-13 16:32:52, 17885 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი, ასევე შვიდი ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი 11 შემთხვევიდან, ხუთი იმპორტირებულია, ექვსი კი, ადგილობრივი გადაცემის შედეგია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა 7 ასიმპტომური შემთხვევა, რაც ჩინეთის კოვიდ19-ით შემთხვევების ოფიციალურ მონაცემებში არ აღრიცხეს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით სულ 83 075 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 634-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან