2020-05-26 15:11:01, 12564 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს
გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.
ამასთანავე, საზღვრები გაიხსნება დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, რომლებიც შედიან შენგენის ზონაში.
წინასწარი ინფორმაციით, გერმანია ტურისტული სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან აპირებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან