|
2020-05-20 19:47:54, 15670 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - პარასკევიდან ბოლნისსა და თელავში ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ეპიდსიტუაციის კვლევა დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პარასკევიდან ბოლნისსა და თელავში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევა დაიწყება. მისი თქმით, კვლევები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე დამოკიდებული იქნება, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში. „ჩვენ ზეგიდან, პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)