2020-05-20 09:56:44, 5126 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება. ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი აშშ-ში ფიქსირდება, სადაც კოვიდ19 1,528,566 მოქალაქეს დაუდგინდა.
ამასთანავე, მზარდია კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა რუსეთშიც, სადაც ამ ეტაპზე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს.
რეკორდულად იზრდება მონაცემები ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 17 ათასზე მეტი და გარდაცვალების ათას 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან