|
2020-05-19 10:35:04, 5943 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში COVID-19-ზე ორი პაციენტი მკურნალობს, ხოლო ვირუსი კიდევ სამმა ადამიანმა დაამარცხა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი გადაიყვანეს. მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსზე მკურნალობას 2 პაციენტი აგრძელებს. „ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულია 42 პაციენტი, საიდანაც 10 ბავშვია. რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს 2 პაციენტი. გვყავს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ჩვენს კლინიკაში მოხდა 2 დადასტურებული პაციენტის გადმოყვანა, დანარჩენი პაციენტებიდან 4 რჩება საყურადღებო, ხოლო სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტებიდან ერთი ძველი შემთხვევაა, ხოლო მეორე ბოლნისიდანაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ მდგომარეობას გაუარესების რისკები ნაკლებად ემუქრებათ, ეს პაციენტები არ არიან აპარატდამოკიდებულები“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)