14:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 21:19:28, 15021 ნახვა

ომი უკრაინაში
Financial Times - კრემლი რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა 70% მალავს

კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო სტატისტიკა რუსეთში 70% მეტია ვიდრე ამას ოფიციალური კრემლი ახმაურებს. - ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.
მიუხედავად მკაცრი საკარანტინე ზომების, რომელიც მოსკოვმა 7 კვირის განმავლობაში გაატარა, COVID-19-ის გავრცელების თავიდან არიდება, რუსეთმა ვერ შეძლო.
Financial Times -მა აღმოაჩინა, რომ აპრილის თვეში სიკვდილიანობის ყველა მიზეზს შორის მოსკოვსა და პეტერბურგში 2073 მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე გასული 5 წლის ანალოგიურ პერიოდში. 
მიუხედავად ამისა, კრემლის გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამ ორ დიდ მეგაპოლისში კორონავირუსით მხოლოდ 629 ადამიანი გარდაიცვალა. 
ამგვარად, აუხსნელი რჩება, რატომ არის 1444 მეტით სიკვდილიანობა აპრილის თვეში, ვიდრე 2019, 2018, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან.
დღეს კრემლის მიერ გავრცელებული მონაცემებით კორონავირუს ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდან 2009 ადამიანი ემსხვერპლა. თუკი ამ მონაცემებს, დავუმატებთ იმ გარდაცვლილებს, რომელსაც ხელისუფლებაში არ ითვლიან, გამოდის, რომ რუსეთი პანდემიის დაწყებიდან სიკვდილიანობის 72% მალავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics