2020-05-08 11:00:07, 9630 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩვილს, რომელიც რუხის საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საავამდყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ჩვილს, რომელიც რუხის საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკაში ამჟამად ერთი ინფიცირებული პაციენტია. ქარცივაძის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ამჟამად ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. შემოსვლიდან ამ მომენტამდე არ გაუარესებულა. მიმდინარეობს მკურნალობა. გარკვეული სქემები და რეკომენდაციები არსებობს , რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ნიკოლო ქარცივაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან