2020-04-29 10:48:31, 3508 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.
მისი თქმით, 6 ახალი პაციენტიდან, ორის ინფექციის წყარო უცნობია.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი 6 პაციენტიდან ერთი არის თეთრიწყაროს შემთხვევა, სამი საკარანტინე სივრციდან და ერთი ახალი ჩვენთან მოთავსდა, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება მისი მოძიება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,