2020-04-28 11:54:53, 5144 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - კლინიკაში კოვიდ19-ზე ტესტი ჩაუტარდა სამედიცინო პერსონალს და არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა სამედიცინო პერსონალს.
მისი თქმით, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
"რაც შეეხება ახალ შემთხვევას, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა, რაც ძალიან გვახარებს.
გუშინ ჩატარდა მასობრივი ტესტირება PCR-ით ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე. ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არაა დადებითი და ყველა უარყოფითია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან