2020-04-23 15:46:48, 12422 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 842 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 842 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
მათი ცნობით, კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 46 785-ს შეადგენს. აქედან 15 074 ადამიანი გარდაცვლილია ნიუ-იორკში.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 76 614-მდე გაიზარდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან