13:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 10:55:20, 10539 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - 30 შემთხვევა საგანგაშო არ არის, თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, ქვეყანაში რყევები არ გვექნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 30 ახალი პაციენტიდან ყველას ინფექციის წყარო ცნობილი არ არის.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირების 30 შემთხვევა საგანგაშო არ არის.

„ახალი ინფიცირებული პაციენტების წყარო ყველგან დადგენილი არ არის. ხდება წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. თუ ეს 30 ახალი შემთხვევა სცილდება ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერი, იმედი გვაქვს, რომ ახალ კლასტერსაც გარკვეულწილად შემოვღობავთ და არ მივცემთ გავრცელების საშუალებას. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად კიდევ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი და ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics