|
2019-04-30 19:01:53, 2301 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: სამშობლოს დაცვის ვალდებულებამ წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. „ამ დღეს სიმბოლურად შეიძლება ვუწოდოთ სამშობლოს დაცვის ვალდებულების დღე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სწორედ ამ ვალდებულებით შეიქმნა ქართული ჯარი. ეს ვალდებულება აიღო 28 წლის წინ უკვე აღდგენილი დამოუკიდებლობის პირობებში ქართველმა ვაჟკაცმა და გადადგა ნაბიჯი იმ ტრადიციების გაგრძელებისკენ, რითიც ჩვენ, ქართველები ოდითგანვე ვამაყობდით და დღესაც ვამაყობთ. 28 წელი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი და სწორედ ჩვენ ამ ვალდებულებამ, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“, - მიმართა იზორიამ სამხედროებს. მინისტრის თქმით, ჯარისკაცის ცნობიერება და ვალდებულება აყალიბებს სახელმწიფოებრიობას. ვალდებულების აღება მით უფრო, ისეთი მძიმე ტვირთის აღება რასაც სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა ჰქვია, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. ლევან იზორიამ გამოსვლისას საკუთარ სიტყვაში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების გმირობასა და დამსახურებას გაუსვა ხაზი: „მინდა, პირველ რიგში თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ბიჭების სახელების წინაშე, რომლებმაც როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისე საერთაშორისო მისიებში სამშობლოს დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთარი სიცოცხლე გაწირეს“. თავდაცვის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოებრიობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გარდაცვლილი სამხედრო მომსასახურეების ოჯახებსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა. მისი განცხადებით, სწორედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები გვიჩვენებენ სამშობლოს დაცვის ვალდებულების მაგალითს. ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების დღე ვეტერან სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ვეტერანებთან განსაკუთრებული ურთიერთობით თავდაცვის ძალებში სამშობლოს დაცვის ვალდებულების უწყვეტობა და თაობებს შორის გადაცემის კულტურა ძლიერდება: „მინდა, განსაკუთრებით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, ცოცხალ გმირებს - ასე გიწოდებთ ხშირად, თავდაცვის ძალების მეთაურს, თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც, მთელი ამ წლების განმავლობაში გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა აღასრულო ვალდებულება, რომელსაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია“, - განცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)