03:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 18:44:18, 623 ნახვა

ეკონომიკა
საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მსოფლიო საფოსტო კავშირის, ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნების პროექტის კოორდინატორს, იური სპირევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა განიხილეს, რომელიც გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონსულტაციები მთავრობის წარმომადგენლებთან და მსოფლიო საფოსტო კავშირის ინტეგრირებული საფოსტო რეფორმების განვითარების პროექტის განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საფოსტო საფოსტო სფეროს რეფორმირებასა და განვითარებას. შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება სამოქმედო გეგმა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება. მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენელი ინტეგრირებული საფოსტო რეფორმებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას საფოსტო სფეროს რეფორმირების 5 წლიან სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ცნობისთვის, IPDP-ს მუშაობის მეთოდი მსოფლიო საფოსტო კავშირის რამდენიმე კონგრესის მიერაა დამტკიცებული. IPDP-ს მიზანია საფოსტო სექტორში არსებული ვითარების სრული ანალიზის გაკეთება მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან მიმართებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics