01:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 19:04:25, 1083 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ჯონ ქერის ყირიმში დამზადებული ღვინით გაუმასპინძლდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ყირიმში დამზადებული ღვინით გაუმასპინძლდა. "ევრონიუსის" ცნობით, ქერის და პუტინის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა, შეხვედრის დეტალები მედიისთვის ცნობილი არაა.

თავის მხრივ პუტინთან შეხვედრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რუსეთის პირველ დიპლომატ სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ შეიცვლება.

"ევრონიუსის" ცნობით, პუტინმა ყირიმული ღვინით, მიახვედრა ამერიკელი დიპლომატი, რომ ყირიმთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.

ცნობისთვის, პუტინის და ქერის შეხვედრას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად რუსეთში აშშ-ს ელჩია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ქალაქ სოჭს დღეს სტამბულიდან ეწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics