10:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 16:56:44, 353 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პრემიერის კადრების ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდება

გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამჟამინდელი პრემიერის კადრების ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდებოდეს.

„ეს არის კლანებს შორის გადანაწილება. ერთი რამ, რაც შეიმჩნევა, უშუალოდ ღარიბაშვილის კადრების მოცილება ხდება და პირადად ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანებით ხდება ჩანაცვლება. ვისთანაც მას პირადი ურთიერთობა აქვს, პირადად აქვს გამოცდილება მათთან თანამშრომლობის, ანუ ვასალის ვასალი მას არ სჭირდება, მას სჭირდება უშუალოდ ვასალები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომლებიც უშუალოდ მოქმედ პრემიერმინისტრთან ხოკრიშვილის კავშირს ადასტურებს. მათივე შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სამინისტრო იყო.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოქმედი მთავრობა წავიდეს და ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები მოამზადოს.

შეგახსენებთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. როგორც ხოკრიშვილის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics