20:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 10:40:22, 784 ნახვა

სამხედრო
მესტიაში მინი ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი გაიმართა

მესტიაში დღეს მინი ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა. ფინალურ თამაშს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფელ ცხუმარის გუნდი და IV მექანიზებული ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულ სოფელ ცხუმარის გუნდს მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცა.

უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი 3 სექტემბერს დაიწყო და მასში მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლის გუნდებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დაკომპლექტებული 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალი მესტიის II საშუალო სკოლის სტადიონზე გაიმართა.

ფინალური თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხრან შუკვანის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მესტიაში უკვე მეოთხე წელია იმართება. ორგანიზატორებმა ფინალის დღე უფროსი ლეიტენანტ მუხრან შუკვანის დაღუპვის დღეს დაამთხვიეს.

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გმირი სამხედრო მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერშია დაკრძალული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics