11:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 13:51:22, 861 ნახვა

რეგიონი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახალ პროექტს განახორციელებს

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდი საქართველოში ახალი რეგიონული პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტი, მიგრანტთა შორის აივ/შიდისისა და ტუბერკულოზის მეთვალყურეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელიც შემთხვევათა გაძლიერებული გამოვლენისა და მიმართვიანობის მექანიზმების გაძლიერებას უზრუნველყოფს. დღეს, მიგრაციის საერთაშორისო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ინიანა დერილოვმა პროექტის დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა, მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ირმა ხონელიძე და მაია წერეთელი, ასევე პროექტის ხელმძღვანელი ნინო შუშანია. საქართველოსთან ერთად გადამდებ დაავადებათა გამოვლენათა პროექტი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკაშიც განხორციელდება. აჭარაში, პროექტის ფარგლებში, მიგრანტთა მონიტორინგი განხორციელდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში. პროექტი დაახლოებით ერთ თვეში ამოქმედდება.

IOM-ის რეგიონული პროექტი შემოშავდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან, სომხეთის შიდსის პრევენციის ეროვნულ ცენტრთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ა.შ.შ დოლარს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics