10:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 13:29:32, 803 ნახვა

რეგიონი
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, სააგენტომ გიდებსა და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ბათუმიდან 56 კილომეტრში არსებული, ჩანჩქერით, მინერალური წყლითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მერისის ხეობა შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, კემპინგის, ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გასაცნობად.

მათივე ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებმა მერისის ჩანჩქერი, ზენდიდის ციხე, გვახას საპიკნიკე ტერიტორია მოინახულეს და გუნდაურის მინერალური წყალი დააგემოვნეს.

გარდა ამისა, დაათვალიერეს მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ.

სოფელ მერისში სამი საოჯახო-სასტუმრო სახლია მარკირებული, რომელთაგან ერთი - თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი ფოლკლორის შესწავლის მსურველ ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

ოჯახის ყველა წევრი მღერის და სხვადასახვა საკრავზე უკრავს, რის შესასწავლადაც სასტუმრო სახლს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ.

ისინი ასევე სტუმრობდნენ ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლს სოფელ კორომხეთშიც, რომელიც მახუნცეთის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და კარგი ადგილია ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად.

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, რომელიც არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მუშაობს მთიან აჭარაში 8 ინფოტურს გაუწია ორგანიზება.

ტურების შედეგად 150-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო აჭარის მთაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებს. წლის ბოლომდე, დამატებით 3 ინფოტურის ჩატარება იგეგმება, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics