2015-04-24 10:39:22, 600 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ გიორგი ჯანელიძეს დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ, მანამდე კი, კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მაიდანზე უმაღლესი რადას წევრები, თანამებრძოლები და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მიაგებენ.
გიორგი ჯანელიძის ცხედარი მარიუპოლიდან კიევში უკვე გადაასვენეს. სამოქალაქო პანშვიდის დასრულების შემდეგ ცხედარს უკვე თბილისში გადმოასვენებენ.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან