02:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 14:31:44, 349 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის განხორციელება დაწყებულია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის   განხორციელება დაწყებულია.
მისი განცხადებით, ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემას თბილისის მერია უბნების მიხედვით, ინდივიდუალურ რეჟიმში უდგება.
"ჩვენ ვანვითარებთ ამ პროექტს ინდივიდუალურად უბნების მიხედვით, სადაც მოთხოვნა არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ეს ეხება არა მხოლოდ "ხრუშჩოვკების" პროექტს, არამედ ძველი ნგრევის პირას მყოფი სახლების პროექტებს, სადაც გაზრდილი კოეფიციენტი მიეცემა ჩვენი მხრიდან მშენებელ კომპანიებს და ისინი ავითარებენ ამ პროექტებს. რამდენიმე ასეთი წინადადება ჩვენთან იყო შემოსული, განვიხილეთ და მწვანე შუქი მივეცით, რამდენიმე მათგანი ახლაც მოლაპარებისა და განხილვის სტადიაზეა. ასე რომ, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუდგებით უბნების მიხედვით ამ პრობლემას", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო მინიმალური დაპირება იყო, რომ 50 სახლზე მეტი ე.წ. ხრუშჩოვკისა და ავარიული სახლის ჩანაცვლება მოხდებოდა. ნარმანიას ინფორმაციით, 10-მდე პროექტი უკვე განხილულია და ზოგიერთ მათგანს უკვე მიეცა მშენებლობის ნებართვა.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის მარტში საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა არაბ ინვესტორებთან თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. თუმცა პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. დავით ნარმანიამ კი მერად არჩევის შემდეგ საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ე.წ. ხრუშჩოვკების ნაწილის განახლება მოხდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics